eBudget - ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა
სისტემის დამკვეთი: ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი
მომხმარებლები: ორგანიზაციები სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში (დაახლოებით 2000)
სისტემის აღწერა: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ხორციელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების, ასევე სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების მართვა.
სისტემის შესაძლებლობები (როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულებისთვის):
- დასაგეგმი პერიოდის წლიური და კვარტალური ნაერთი ბიუჯეტების მართვის მექანიზმი;
- პროგრამული ბიუჯეტის მართვის მექანიზმი;
-
მიმდინარე წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შემდგომი დაზუსტებების პროცესის მართვის მექანიზმი, ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილების ცნობების გამოყენებით:
- ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობები;
- სტრუქტურული ცვლილების ცნობები;
- მიზნობრივი გრანტის ცვლილების ცნობები;
- მომუშავეთა რიცხოვნობის ცვლილების ცნობები;
- დინამიური ანგარიშგების სისტემა;
- სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესრულების კონტროლის დამატებითი მექანიზმი;
- სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების კონტროლის მექანიზმი;
- კლასიფიკატორების, პერიოდების, წლებისა და დაფინანსების წყაროების დინამიური მართვის მექანიზმი;
- სხვა სისტემებთან (eTreasury, eDMS) საინტეგრაციო ფუნქციონალი
სისტემის უპირატესობები:
- სისტემის მარტივი და ინტუიტიური ინტერფეისი;
- სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების შესრულების დროის მინიმიზაცია;
- დახვეწილი კონტროლის მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს მომხმარებლის მხრიდან მექანიკური შეცდომის დაშვების ალბათობას;
- სისტემის ძირითადი განზომილებების დინამიურობა, რაც ცვალებად მოთხოვნებზე ფეხის აწყობის საშუალებას იძლევა;
- ენების მხარდაჭერა
სისტემა შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კონსულტაციით, რომელთაც აქვთ ბიუჯეტის მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
სისტემაზე გადასვლა