eBudget - ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა

სისტემის დამკვეთი: ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი

მომხმარებლები: ორგანიზაციები სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში (დაახლოებით 2000)

სისტემის აღწერა: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ხორციელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების, ასევე სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების მართვა.

სისტემის შესაძლებლობები (როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულებისთვის):

  • დასაგეგმი პერიოდის წლიური და კვარტალური ნაერთი ბიუჯეტების მართვის მექანიზმი;
  • პროგრამული ბიუჯეტის მართვის მექანიზმი;
  • მიმდინარე წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შემდგომი დაზუსტებების პროცესის მართვის მექანიზმი, ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილების ცნობების გამოყენებით:

    • ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობები;
    • სტრუქტურული ცვლილების ცნობები;
    • მიზნობრივი გრანტის ცვლილების ცნობები;
    • მომუშავეთა რიცხოვნობის ცვლილების ცნობები;
  • დინამიური ანგარიშგების სისტემა;
  • სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესრულების კონტროლის დამატებითი მექანიზმი;
  • სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების კონტროლის მექანიზმი;
  • კლასიფიკატორების, პერიოდების, წლებისა და დაფინანსების წყაროების დინამიური მართვის მექანიზმი;
  • სხვა სისტემებთან (eTreasury, eDMS) საინტეგრაციო ფუნქციონალი

სისტემის უპირატესობები:

  • სისტემის მარტივი და ინტუიტიური ინტერფეისი;
  • სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების შესრულების დროის მინიმიზაცია;
  • დახვეწილი კონტროლის მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს მომხმარებლის მხრიდან მექანიკური შეცდომის დაშვების ალბათობას;
  • სისტემის ძირითადი განზომილებების დინამიურობა, რაც ცვალებად მოთხოვნებზე ფეხის აწყობის საშუალებას იძლევა;
  • ენების მხარდაჭერა

სისტემა შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კონსულტაციით, რომელთაც აქვთ ბიუჯეტის მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

სისტემაზე გადასვლა
eBudget