მისია და ხედვა
ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია. ავტომატიზებული ელექტრონული სისტემების ბიზნესუწყვეტობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა.
სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ხედვაა გახდეს ყველაზე წარმატებული სახელმწიფო უწყება რეგიონში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.
სტრატეგიული მიზნები:
ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, მათი მდგრადი, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ელექტრონული კომპონენტების შექმნა, განვითარება, დანერგვა, მხარდაჭერა, მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის ელექტრონული მმართველობის კომპონენტების შექმნა, დანერგვა და შესაბამისი მომსახურება;
სახელმწიფო სექტორის ბიზნესპროცესების შესწავლა, ფორმალიზება, ოპტიმიზება და ავტომატიზება;
ქვეყანაში ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის შემუშავებისა და დამკვიდრების ხელშეწყობა.