eDocument - საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა

საოფისე დოკუმენტაციის ეფექტური ელექტრონული მართვა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფი წვდომა არის კრიტიკული საკითხების დროული გამკლავების ერთ-ერთი აღიარებული და მიღებული გზა.

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა არის ინოვაციური და პროგრესული პროდუქტი, რომელიც ბიზნეს-პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. სისტემის მეშვეობით მარტივად ხდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესის განხორციელება.

temp
temp
temp
temp
temp
temp
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb
სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური მინიმალური საფასო ღირებულებით გთავაზობთ (განფასების ფაილი იხილეთ/გადმოწერეთ ქვემოთ). შესაბამისად, ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვის პირობებში გახდეს დოკუმენტაციის ელექტრონული მართვის ერთი-ერთი ყველაზე სრულყოფილი, პროგრესული და მძლავრი პროდუქტის მომხმარებელი.

გარდა ზემოთაღნიშნულისა, სისტემას ანალოგიურ ელექტრონულ პროდუქტებთან მიმართებაში გააჩნია ისეთი უპირატესობები, როგორიც არის:

  • დროისა და საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი დაზოგვა;
  • დავალებების ეფექტური მართვა;
  • MS Office-თან სინქრონიზებულობა;
  • სამეურნეო ხარჯების შემცირება;
  • ავტომატიზებული სკანირება;
  • უსაფრთხოების მაღალი ხარისხი;
  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა;
  • დანერგვის მოქნილი სისტემა

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შემქმნელი და მისი პირველი მომხმარელი, ყველა დაინტერესებულ მომხმარებლს გაუწევს პროდუქტთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის დამატებით კონსულტაციას.

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მომხმარებლები:


სისტემით სარგებლობს 245-ზე მეტი  სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია, მათ შორის: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, შპს), აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი, სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, შპს), აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატი, სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და სხვა.



საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ბუკლეტი - ჩამოტვირთვა



 

 

ცხელი ხაზი: 1551