სამსახურის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი საფინანსო-ანალიტიკური სამსახური შეიქმნა 2010 წლის აპრილში.
საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უმაღლესი კვალიფიკაციის პროგრამისტები, ანალიტიკოსები, მონაცემთა ბაზების, ქსელების და სისტემური ადმინისტრატორები, ყველაზე თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული მხარდაჭერის ჯგუფის თანამშრომლები გადანაწილებულნი არიან სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის, საოპერაციო, სისტემური ადმინისტრირების, კვლევისა და სისტემური ანალიზის, ადმინისტრაციული და ვებ-რესურსების დეპარტამენტებში.
საფინანსო-ანალიტიკური სამსახური არის 2009 წლის საქართველოს IT ინოვაციების რეგიონული კონფერენციის (GITI) მთავარი ნომინაციის გამარჯვებული და წლის საუკეთესო IT სააგენტოს ტიტულის მფლობელი.
|