ბმულები

 


საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა

 სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა შეიმუშავა  და 2019 წლის 18 მარტს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც ემსახურება ,,საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ დებულებათა აღსრულებას და განსაზღვრავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმების დანერგვას.

 

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვით და შემდგომი მხარდაჭერით კიდევ უფრო ამაღლდება სამსახურის სამუშაო პროცეს(ებ)ში არსებული ინფორმაციის დაცვის დონე, რაც დადებითად აისახება შესრულებულ სამუშაოებზე და გაიზრდება სამსახურის, როგორც პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის რეპუტაცია, რომლის სერვისებით არაერთი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია სარგებლობს.

 

აღნიშნული დოკუმენტის სრულად ნახვა შეგეძლიათ ბმულზე:

http://fas.ge/ViewFile.aspx?Id=498