ბმულები

 


საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის (PFMS) რეფორმა განხორციელდა

 საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის (PFMS) რეფორმა განხორციელდა, რომლის შედეგად დაიხვეწა ბიზნესპროცესები, რაც სისტემას მომხმარებელი სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის უფრო მარტივს, მოქნილსა და ეფექტიანს ხდის. რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოდულები შემუშავდა მასში შემავალი კომპონენტებისთვის, კერძოდ:

 

სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემას (eTreasure) დაემატა: საბილინგო გადარიცხვების მოდული, დაგროვებითი საპენსიო სქემის ფუნქციონალი, ადგილობრივი ბიუჯეტების მიხედვით გადასახადების გადანაწილების ფუნქციონალი, ფულის მართვის მოდული, ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების გაერთიანების მოდული, ასევე, პორტალს go.mof.ge დაემატა SMS შეტყობინებების ავტორიზაციის საშუალება.

 

ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემას (eBudget) დაემატა: სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშის სისტემაში (eGLE) 2018 წლის ფაქტიური ინფორმაციის დასამუშავებელი გარემო, ბიუჯეტისა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემების დამაკავშირებელი ახალი სავალიდაციო სერვისი, ასევე, დასრულდა ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობების სავალიდაციო სქემის გაფართოება.


სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემას (eDMS) დაემატა: ხაზინის სისტემასთან დაკავშირებული ახალი სერვისები (პირველადი დოკუმენტების გენერირება, ინვოისების ავტომატური შექმნა, გაგზავნა და სხვა), პროექტების, საინვესტიციო ხაზებისა და კომპონენტების სტრუქტურის ცვლილების ფუნქციონალი, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემასთან არსებული ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების გაერთიანების სერვისი.