ბმულები

 


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების აპლიკანტთა რეგისტრაციის და შეფასების სისტემა დაინერგა

 ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა შეიმუშავა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგა გაცვლითი პროგრამების აპლიკანტთა რეგისტრაციისა და შეფასების სისტემა.

სისტემის საშუალებით, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ ონლაინ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმები და ატვირთონ საჭირო დოკუმენტები. ეს მნიშვნელოვანად ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს, უზრუნველყოფს აპლიკანტების ფინანსური რესურსებისა და დროის დაზოგვას.

სისტემა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

• აპლიკანტების რეგისტრაციის უნივერსალური მოდული (შესაძლებელია განსხვავებული შინაარსის მქონე საკონკურსო პროგრამებზე რეგისტრაცია);
• ადმინისტრირების პანელი ყველა ტიპის საკონკურსო პროგრამის მართვისთვის;
• შეფასების მოდული (საკონკურსო განაცხადები ფასდება ეტაპების მიხედვით).

ამჟამად, სისტემის ფარგლებში უკვე დასრულდა სამი კონკურსი. ჯამში, დარეგისტრირდა 800-მდე სტუდენტი/თსუ-ს პერსონალი.