ბმულები

 


საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის ორი ახალი კომპონენტი შეიმუშავა და დანერგა

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის ორი ახალი კომპონენტი - „თევზჭერის მართვისა და მონიტორინგის სისტემა“ და „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა“ - შეიმუშავა და დანერგა.

 

თევზჭერის მართვისა და მონიტორინგის სისტემის დანიშნულებაა შავ ზღვაში თევზჭერის სარეწაო ჟურნალის წარმოება და რეალურ დროში მონიტორინგი. შესაძლებელია მონაცმების მიღება: წლიური კვოტისა და ფაქტობრივი ჭერილი რაოდენობის მიხედვით ლიცენზიანტის, ლიცენზიის, თევზსაჭერი გემის ჭრილში ქვეყნის ფარგლებში.

 

სისტემა მოიცავს: კვოტების მართვის, ლიცენზიანტების, თევსაჭერი გემის მესაკუთრეების, ლიცენზიების, გემების, წილების გადაცემის, წილების გასხვისების, რესურსებისა და სარეწაო ჟურნალის მართვის მოდულებს.

 

წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის დანიშნულებაა წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის პროცესი და მონიტორინგი. მნიშვნელოვანია ქვეყანაში წყალაღებისა და წყალჩაშვების შესახებ სანდო და ხარისხიანი ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში მიღება. სისტემის საშუალებით ხორციელდება წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიშის ფორმების მიღება, შემოწმება, დახარვეზება ან დადასტურება. ანგარიშგების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად.

 

აღნიშნული სისტემები გააუმჯობესებს თევზჭერისა და წყლის გამოყენების აღიცხვისა და მონიტორინგის პროცესებს, მეწარმეებს გაუმარტივებს ანგარიშგების წარდგენას, დაუზოგავს დროს და შეუმცირებს დანახარჯებს.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემა საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ინტეგრირებულ დეპარტამენთან ერთად შეიმუშავა.

 

სისტემის დანიშნულებაა ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების მოპოვების სწორი აღრიცხვა, გარემოზე ზემოქმედების მონაცემების კონსოლიდაცია და ანალიზი, ბიზნეს პროცესების გამარტივება.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემა მრავალკომპონენტიანია და ზემოთ აღნიშნული ორი ახალი კომპონენტის გარდა შედგება „მერქნული რესურსების მართვისა და მონიტორინგის სისტემის“, „სახერხი საამქროების მართვისა და მონიტორინგის სისტემის“ და „სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემებისგან“.