ბმულები

 






28-იანვარი-2014

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაინერგა ბიუჯეტის ელექტრონული მართვისა და ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი განხორციელდა აღნიშნული სისტემების მოდერნიზება.

24-იანვარი-2014

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინიციატივით საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განაგრძობს თავისი ორი პროდუქტის - „საქმისწამოების ავტომატიზებული სისტემისა (eDocument)“ და „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS)“ დანერგვის წინა პროცედურებს საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციებში.

22-იანვარი-2014

ქუთაისის მერიაში მიმდინარეობს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული პროდუქტის - „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის“ დანერგვის სამუშაოები. საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ბ-ნ შოთა მურღულიასთან შეხვდისას სისტემის დანერგვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

15-იანვარი-2014

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინიციატივით სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური იწყებს თავისი ორი პროდუქტის - „საქმისწამოების ავტომატიზებული სისტემისა (eDocument)“ და „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS)“ დანერგვის წინა პროცედურებს საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციებში.